სკოლა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოზარდის ჩამოყალიბებაში. თუმცა, როცა სკოლებში ძალადობის მოჭარბების შემთხვევაში ხელს მხოლოდ სასწავლო დაწესებულებებისკენ იშვერენ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობისა ოჯახსა და საზოგადოებაზეც მოდის.
მხოლოდ სკოლის, ოჯახისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი ძალადობის პრევენცია და მოზარდის განვითარებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.
პროექტი, რომელსაც “თავისუფლების ინსტიტუტი” თავის ამიერკავკასიელ პარტნიორებთან ერთად ევრაზიის ფონდის ხელშეწყობით ახორციელებს მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ფართოდ ჩართვას ისახავს მიზნად. უფრო კონკრეტულად, თუ როგორ შეუწყობს ხელს სკოლებში უსაფრხო გარემოს შექმნას საჯარო დისკუსიაში საზოგადოების ჩართულობა, “თავისუფლების ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მელაძე გვესაუბრება.
თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები გორის პოლიციაში დაკავებული ოსი ეროვნების მოქალაქეების ცემის ფაქტის სასწრაფოდ გამოძიებას მოითხოვენ. ქართველ სამართალდამცავებს ოსი ეროვნების მოქალაქეები შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში ყავდათ დაკავებული, ხოლო იქიდან გამოსვულ 8 ადამიანს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა. თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები გორის პოლიციაში ოსი ეროვნების მოქალაქეების ცემის ფაქტს გმობენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული უკანონო ფაქტი კიდევ უფრო ბღალას საქართველოს ავტორიტეტს და ქართველ და ოს საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობას ამწვავებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავისუფლების ინსტიტუტის, ალპეს ინიციატივითა და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით კონფერენცია თემაზე "პოლიციის ეთიკის კოდექსი" 29 მაისს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართა. კონფერენციაზე "პოლიციის ეთიკის კოდექსის" პირველი პროექტი განიხილეს, რომელიც თავისუფლების ინსტიტუტმა, ალპემ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთობლივად შეიმუშავა. კონფერენციის მიზანი, ეთიკის კოდექსის პირველი ვარიანტის საზოგადეობის წინაშე წარდგენა და მის შემუშავების პროცესში საზოგადოების ჩართვა იყო. ავტორთა განმარტებით, კოდექსით დეკლარირებული პრინციპების დაცვა საზოგადოების მხრიდან პოლიციისადმი ნდობის განმტკიცებას, მისი ავტორიტეტისა და პრესტიჟის ამაღლებას, ასევე, პოლიციელში პროფესიული ღირსების ფორმირებას ხელს შეუწყობს.
თავისუფლების ინსტიტუტი საარჩევნო ადმინისტრაციების სტრუქტურისა და დაკომპლექტების წესის შეიცვალის ინიციატივით გამოდის. თავისუფლების ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი რეფორმების პაკეტი საარჩევნო ადმინისტრაციების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რომელიც პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებებისგან სრული მმართველობითი დამოუკიდებლობით ისარგებლებს.
თავისუფლების ინსტიტუტი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სატელევიზიო გამოსვლას ეხმიანება. პრეზიდენტი სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის ერთერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად იუსტიციის საბჭოდან გენერალური პროკურორის გამოყვანას ასახელებს. ხოლო თავისუფლების ინსტიტუტი რეფორმების სწრაფი ტემპით განხორციელებას და სასამართლო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად სხვა ღონისძიებებთან ერთად, ქართულ მართლმსაჯულებაში ნაფიც მსაჯულთა და მაგისტრატთა სასამართლო სისტემების დამკვიდრებას მოითხოვს.
რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს სამხარეო პოლიციის უფროსს ლევან კახიანს და ბაღდათის პოლიციის უფროსს აკაკი სვინტრაძეს დაკავებულის წამებაში ადანაშაულებენ და სამართალდამცავთა სხვა დარღვევებზეც საუბრობენ. იარაღის უკანონოდ ტარება–შენახვის ბრალდებით დაკავებულ ლევან კახიანს სხეულზე დაზიანებების არსებობას ექსპერტიზა ადასტურებს. დაკავებულის ახლობლები ამ ფაქტს ოჯახურ ბიზნეს უკავშირებენ.