2002 წლიდან თავისუფლების ინსტიტუტი წარმართავს კამპანიას საქართველოში პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი მაუწყებლობის ჩამოყალიბების მიზნით.
საზოგადოების ინტერესებისა და დემოკრატიულ პროცესებში მედიის როლის გათვალისწინებით, თავისუფლების ინსტიტუტი აცხადებს, რომ საქართველოში აუცილებელია მაუწყებლის ფორმირება, რომელიც, ერთის მხრივ, თავისუფალი იქნება მთავრობის გავლენისაგან, ხოლო, მეორეს მხრივ, მისი მეპატრონეების პოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესების გამო ზიანი არ მიადგება ობიექტური და დაბალანსებული ინფორმირების ფუძემდებლურ პრინციპს. ქართულ მედია სივრცეში არსებული მდგომარეობის ფონზე, საზოგადოების უფლების უზრუნველყოფა, ფლობდეს ზუსტ და ობიექტურ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებისა და მთავრობის საქმიანობის შესახებ, შესაძლებელი გახდება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლობის ჩამოყალიბების შემთხვევაში.
კანონი მაუწყებლობის შესახებ
|